2015-06-08
2015 წლის 9 ივნისს, სამშაბათს, 10 საათზე, თსუ XI კორპუსის აუდიტორია
#201–ში ჩატარდება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის სამეცნიერო სემინარის სხდომა.
მომხსენებელი: დოქტორანტი კონსტანტინე მურადოვი.
მოხსენების თემა: "ძებნის ალგორითმების გამოყენება დიდ მონაცემებზე და მათი პრაქტიკული რეალიზება საძიებო სისტემაში."
მოხსენებაში განიხილება ძირითადი ამოცანები:
1.
- "ინფორმაციის კორპუსის ფორმირება" - ჩვენს შემთხვევაში რობოტის შექმნა,
რომელიც ორიენტირებული იქნება ვებ საიტებიდან ინფორმაციის მოძიებაზე.
2.
- "მონაცემების დახარისხება" - არასტრუქტურირებული ინფორმაციის
ნორმალიზება - სწრაფი ძებნის შედეგის მისაღწევად - ცოდნის კორპუსის შექმნა.
3. - "რანკირება" - ერთნაირი თვისებების/სემანტიკის მქონე ინფორმაციის წყაროებს შორის სანდოობის დადგენა.
4.
- "მიღებული შედეგების ანალიზი" - ცოდნის კორპუსის სტატისტიკური ანალიზი,
რანკის/სანდოობის ანალიზი, კითხვა პასუხის ანალიზი ნორმალიზირებულ და
არანორმალიზირებულ კორპუსებზე, კორპუსში ყველაზე პოპულარული (ხშირად
ხსენებული სხვადა სხვა წყაროებში) მონაცემების სტატისტიკა.
« იხ. ყველა სიახლე