მათემატიკის სადოქტორო პროგრამაზე მისაღებ კონტიგენტთან გასაუბრების შეფასების კრიტერიუმები
დარგობრივი ცოდნა– 85 ქულა (შედგება ორი კომპონენტისგან)
1.
დოქტორანტობის კანდიდატი მეცნიერებაში მისი ინტერესების ან მის მიერ შესრულებულ ნაშრომში ( სამაგისტრო , სტატია , თეზისი ) მიღებული შედეგების შესახებ აკეთებს ინფორმაციას (არაუმეტეს 15 წთ). 55 ქულა
40–55 ქულა –დოქტორანტობის კანდიდატი ნათლად და გასაგებად გადმოსცემს სამეცნიერო თემატიკასთან დაკავშირებულ ძირითად ინფორმაციას; მისი მსჯელობა ლოგიკური და თანამი-მდევრულია; დასკვნები ადეკვატურია.
25 – 40 ქულა – დოქტორანტობის კანდიდატი გადმოსცემს სამეცნიერო თემატიკასთან დაკა-ვში¬რებულ ინფორმაციას; მისი მსჯელობა ლოგიკურია.
0-25 ქულა –დოქტორანტობის კანდიდატი სამეცნიერო თემატიკასთან დაკავშირებულ ინფორმა¬ციას გადმოსცემს არა სრულად; მისი მსჯელობა არა თანამიმდევრულია.
2. მათემატიკის საბაკალავრო პროგრამის სავალდებულო საგნების (ანალიზი, ალგებრა, ალბათობის თეორია და მათ. სტატისტიკა, დიფ. განტოლებები, რიცხვითი ანალიზი, მათ. ლოგიკა ) სილაბუსებიდან ამოკრეფილი საკითხების (დამტკიცების გარეშე) ჩამონათვალიდან კანდიდატს ეძლევა სამი საკითხი (თითოეული 10 ქ). საკითხების ნუსხა წინასწარ ცნობილია , მას მოფიქრებისთვის ეძლევა გარკვეული დრო (არა უმეტეს 10 წთ). 30 ქულა
საკითხის შეფასება
9-10 ქულა: პასუხი სრულია; საკითხი ზუსტად და ამომწურავად არის გადმოცემული.
7-8 ქულა: პასუხი სრულია, მაგარამ შეკვეცილი; არსებითი შეცდეომა არ არის.
5-6 ქულა: პასუხი არასრულია; საკითხი დამაკმაყოფილებლად არის გადმოცემული; აღნიშნება მცირეოდენი შეცდომები.
3-4 ქულა: პასუხი არასრულია; საკითხის შესაბამისი მასალა გადმოცემულია ნაწილობრივ; აღინიშნება რამდენიმე არსებითი შეცდომა.
0-2 ქულა: პასუხი ნაკლოვანია; გადმოცემულია საკითხის შესაბამისი მასალის მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტები; პასუხი არსებითად მცდარია.
კომუნიკაცია კომისიასთან – 15 ქულა
10-15 ქულა - აქვს მჭიდრო კონტაქტი კომისიასთან, რეაქცია კომენტარებზე და შენიშვნებზე სრულიად ადექვატურია.
5-10 ქულა - აქვს კონტაქტი კომისიასთან, რეაქცია კომენტარებზე და შენიშვნებზე ძირითადად ადექვატურია.
0-5 ქულა - არ აქვს კომისიასთან კონტაქტი, ღიზიანდება შენიშვნებზე.