ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-04-20

ფიზიკის დეპარტამენტის სასწავლო-სამეცნიერო სემინარი

        ოთხშაბათს, 22 აპრილს, 15:00 საათზე, თსუ II კორპუსის #227 აუდიტორიაში ჩატარდება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის დეპარტამენტის სამეცნიერო  სემინარი

       მომხსენებელი:
     ვერიკო ჯელაძე ( გამოყენებითი ელექტროდინამიკისა და რადიოტექნიკის ლაბორატორია, თსუ)

      მოხსენების თემა:"ელექტრომაგნიტური გამოსხივების ზემოქმედების შესწავლა ადამიანის მოდელებზე მცირე მანძილებისთვის და ფართომასშტაბიანი სცენარებისთვის"
      
     ანოტაცია:       წარმოდგენილი კვლევა პირობითად შედგება ორი ნაწილისაგან და ეხება ელექტრომაგნიტური (ემ) დასხივების ზემოქმედების შესწავლას ადამიანზე კომპიუტერული მოდელირების საშუალებით.
                            მცირე მანძილების შემთხვევაში კვლევა გულისხმობს დასხივების სცენარს მხოლოდ ადამიანის მოდელის და ემ ველის წყაროს გათვალისწინებით. ემ დასხივების მოდელირება ხდება FDTD მეთოდით და შესწავლის საგანია ემ ველის შთანთქმით გამოწვეული სითბური ზემოქმედება ქალისა და ბავშვის არაერთგვაროვან რეალისტურ ანატომიურ მოდელებზე, სისხლის მიმოქცევის გათვალისწინებით და მის გარეშე. ემ ველის წყაროს წარმოადგენს დიპოლური ანტენა და ბრტყელი ტალღა, გამოსხივების სიხშირეებით: 300, 1900 და 3700 მგჰც.
                            ფართომასშტაბიანი სცენარების შემთხვევა მოიცავს ემ დახივების სცენარს ფანჯრიან ოთახში მყოფ ადამიანის მოდელზე. კვლევის საგანია ოთახში ემ ველის მრავალჯერადი არეკვლის შედეგად წარმოქმნილი რეზონანსული ეფექტების დამოკიდებულება კედლების გამჭვირვალობაზე. ამოცანა ამოხსნილია დამხმარე გამომსხივებლების მეთოდით (MAS).
                            განხილულია FDTD და MAS მეთოდებით მიღებული შედეგების შედარებაც კერძო შემთხვევებისთვის, შედეგების მართებულების შემოწმების მიზნით.


 

                             

                              
         
                           

                             
            
             

 

      

                            

 
Print

« იხ. ყველა სიახლე