2013 წლის 8 ნოემბერს, პარასკევს 14.00 საათზე, თსუ XI კორპუსში, აუდიტორია № 421 შედგება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის სამეცნიერო სემინარის სხდომა
მოხსენებას თემაზე: თერმოდრეკადი სხეულების როიჩოუდურის არაკლასიკური მოდელის გამოკვლევის შესახებ
წაიკითხავს: გია ავალიშვილი
(ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი)
განხილულია თერმოდრეკადი სხეულების როიჩოუდურის არაკლასიკური დინამიკური სამგანზომილე¬ბიანი მოდელი, რომელიც დამოკიდებულია სამ რელაქსაციის დროზე. აღნიშ¬ნული მოდელი წარმოადგენს ლორდ–შულმანის, გრინ–ნაგდის და ჩანდრასექჰარაია–ცოუს არა¬კლასიკური მო¬დელების გან¬ზოგადებას, სადაც სითბოს გავრცელების ფურიეს კანონი შეც¬ვ¬ლი¬ლია მისი მო¬დიფიკაციის აპ¬როქსიმაციით, რომელიც შეიცავს სამ რელაქსაციის დრო¬ს. ვარია¬ციუ¬ლი მიდგომის გამოყენებით და სათანადო აპრიორულ შეფასებებზე დაყრდნობით დამტკი¬ცე¬ბულია სამ რე¬ლაქსაციის დროზე დამოკიდებული არაკლა¬სი¬კური დინამიკური მოდელის შესა¬ბამისი ზო¬გადი შერეული სასაზღვრო პირობებით სამგანზო¬მილებიანი საწყის–სასაზღვრო ამო¬ცანის ამო¬ნახსნის არსებობა და ერთადერთობა სათანადო ვექტორული მნიშვნელობების მქონე განაწი¬ლე¬ბების სივრცეებში.
On Investigation of Roychoudhuris Nonclassical Model for Thermoelastic Bodies
Roychoudhuris nonclassical dynamical three-dimensional model for thermoelastic bodies, which depend on three relaxation times is considered. This model is an extension of Lord-Shulman, Green-Naghdi and Chan¬dra¬sek¬ha¬raiah-Tzou models, where Fouriers law of heat conduction is replaced by an appro¬xi¬ma¬tion to a modi¬fication of Fouriers law, which includes three different phase-lags. Applying variational approach and suitable a priori estimates the existence and uniqueness of solution of general three-dimensional initial-boundary value problem with mixed boundary conditions corresponding to the nonclassical dynamical model with three phase-lags in suitable spaces of vector-valued distributions is proved.