2017-04-28
მიზნობრივი სამეცნიერო–კვლევითი პროგრამის ფარგლებში შემოსული პროექტების შემფასებელი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება
ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიზნობრივი სამეცნიერო–კვლევითი პროექტების შემფასებელმა საკონკურსო კომისიამ ა.წ. 28 აპრილის სხდომაზე ფარული კენჭისყრის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება:
კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს შემდეგი პროექტები:
- „ურბანული მდგრადი განვითარება: პრობლემები, პერსპექტივები. საქართველოს საპორტო ქალაქ ბათუმის მაგალითზე“, 89.6 ქულა, 14 995 ლარი.
- „ახალი და ძველი ტიპის განაშენიანების მობინადრეთა ტერიტორიული იდენტობა(თბილისის მაგალითზე)“, 86.4 ქულა, 12 500 ლარი;
- „სტუდენტთა ციფრული წიგნიერების დონის კვლევა”, 85.2 ქულა, 10 850 ლარი,
სულ - 38 345 ლარი
პროექტი „ეთნიკური და სამოქალაქო ნაციონალიზმის საკითხი ქართულ პოლიტიკაში: სახელისუფლებო დისკურსის ანალიზი“, 82.4 ქულა, დაფინანსდეს პირობით, ბიუჯეტის მნიშვნელოვანი კორექტირების მოთხოვნით.
კომისიის გადაწყვეტილებით, დარჩენილი 1 პროექტი არ ფინანსდება.
საკონკურსო კომისია
« იხ. ყველა სიახლე