2019-10-08

პროფესორ მარინა მუსხელიშვილის საჯარო ლექცია "ლიბერალიზმი და პოპულიზმი თანამედროვე დემოკრატიაში"

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და  პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გრძელდება საჯარო ლექციათა ციკლი „სოციალური და პოლიტიკური ტრანსფორმაცია: საქართველო ფოკუსში“.

17 ოქტომბერს, 17:00 სთ-ზე ინტერდისციპლინური დეპარტამენტის პროფესორი მარინა მუსხელიშვილი გამართავს საჯარო ლექციას თემაზე "ლიბერალიზმი და პოპულიზმი თანამედროვე დემოკრატიაში".

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 8, თსუ VI კორპუსი, 303-ე აუდიტორია



Print

« იხ. ყველა სიახლე