2019 წლის 4-5 ივლისს, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ტარდება სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია სამივე საფეხურის სტუდენტს ინდივიდუალურად ან ორი სტუდენტის თანაავტორობით.
აბსტრაქტებს განიხილავს ჟიური და მონაწილეებს შედეგები ეცნობებათ 10 ივნისს.
სტუდენტებმა საპრეზენტაციო დოკუმენტი უნდა გამოგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე –
socpol.science@tsu.ge 1 ივლისის 17:00 საათამდე.
კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
აბსტრაქტის სტრუქტურა:
- საკითხის აქტუალობა
- კვლევის მეთოდოლოგია
- მოსალოდნელი შედეგები
შენიშვნა: აბტრაქტი მომზადებული უნდა იყოს APA სტილის გამოყენებით.
მოხსენების სტრუქტურა:
- სათაური
- აბსტრაქტი
- საკითხის აქტუალობა
- მეთოდოლოგია
- ლიტერატურის მიმოხილვა
- ძირითადი ტექსტი
- დასკვნა
- ბიბლიოგრაფია
შენიშვნა: მოხსენება მომზადებული უნდა იყოს Power Point-ის ფორმატში, არაუმეტეს 15 სლაიდისა.
საკონტაქტო პირი
ნინო აბესაძე (VI კორპუსი, ოთახი №406)
ტელეფონი: 2 25 04 84 (6251)
მნიშვნელოვანი თარიღები:
15 აპრილი - ინფორმაცია კონფერენციის გამოცხადების შესახებ;
31 მაისი - აბსტრაქტების მიღების დასრულება;
10 ივნისი - კონფერენციის მონაწილეთა გამოვლენა;
1 ივლისი - საპრეზენტაციო დოკუმენტების მიღების დასრულება;
4-5 ივლისი - კონფერენციის ჩატარების თარიღი.