2015-09-11

შეხვედრა DAAD-ს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელთან


მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს, 11:00 სთ. ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახემლწიფო უნივერსიტეტში ( 1 კორპუსი,  მელიქიშვილის  სახელობის აუდიტორია / 115) შეხვედრას გამართავს  DAAD-ს თბილისის საინფორმაციო  ცენტრის ხელმძღვანელი დოქტორი მარტინ პრაქსენტალერი.
ჰუმანიტარული, ზუსტ და საბუნებისმეტყველო , სოციალურ და პოლიტიკურ, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა, ასევე იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, დოქტორანტებისთვის, მეცნიერებისა და პროფესორ – მასწავლებლებისათვის წარმოდგენილი იქნება DAAD-ს სასტიპენდიო პროგრამები ( 2016–2017) 
  • საზაფხულო ენის კურსი
  • (მე-2, 3 კურსელი ბაკალავრებისათვის , 1 კურსელი მაგისტრებისთვის)
  • სამაგისტრო  პროგრამა ყველა სპეციალობისათვის
  • (მე–4  კურსელი ბაკალავრებისთვის)
  • სადოქტორო პროგრამა ( დოქტორანტებისათვის)
  • სამეცნიერო სტაჟირება უნივერსიტეტის პროფესირისთვის( ხანგრძლივობა 3 თვე )

პრეზენტაცია შედგება ინგლისურ ენაზე. შეკითხვების დასმა შესაძლებელი იქნება ინგლისურ, გერმანულ და ქართულ ენებზე.

Print

« იხ. ყველა სიახლე