ბეჭდვა |/ დახურვა
 
2020-07-01

VI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "პოლიტიკა კავკასიის გარშემო"

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი და „საქართველოს სამეზობლოს კვლევის ინსტიტუტი“ აცხადებს აბსტრაქტების მიღებას საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციასათვის "პოლიტიკა კავკასიის გარშემო", რომელიც გაიმართება 2020 წლის 10 ნოემბერს.

კონფერენციის მიზანია სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების საშინაო და საგარეო პოლიტიკის, ისტორიის, ეკონომიკის, რელიგიის, კულტურისა და ხელოვნების, ენისა და ლიტერატურის და სხვა აქტუალური საკითხების შესწავლა.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ვინც დაინტერესებულია როგორც სამხრეთ კავკასიის ქვეყნების (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი), ასევე რუსეთის, ირანისა და თურქეთის შესწავლის საკითხებით.
გლობალური პანდემიის გათვალისწინებით, მე-6 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდება დისტანციური ფორმით, პლატფორმა ZOOM-ის გამოყენებით. ვირტუალური პრეზენტაცია უნდა მომზადდეს წინასწარ და გადმოიგზავნოს მოხსენებასთან ერთად.

კონფერენციის სამუშაოენა - ინგლისური.

კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა.
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად და აბსტრაქტების წარმოსადგენად გთხოვთ, შეავსოთ თანდართული სარეგისტრაციო ფორმა და გააგზავნოთ: igns@tsu.ge მეილზე შემდეგი სათაურით: "პოლიტიკა კავკასიის გარშემო", 2020.

სარეგისტრაციო ფორმა:
ჩამოტვირთვა

აბსტრაქტი - 300-350 სიტყვა;
მოხსენება - 3000-5000 სიტყვა;
სტილი - APA
ქაღალდის ზომა - A4
ფონტი - sylfaen
დაშორება - 1.5
მარჟები (ზედა, ქვედა, მარცხნივდამარჯვნივ) - 2 სმ

კონტაქტი:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, “საქართველოს სამეზობლოს კვლევის ინსტიტუტი“
მაია მანჩხაშვილი
მისამართი: თსუ IV კორპუსი, ი.ჭავჭავაძის გამზირი №14,  თბილისი
ტელეფონი: +995 557 323227.
ელ-ფოსტა: maia.manchkhashvili@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე