ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-05-08

საჯარო ლექცია „რატომ არის გეოგრაფიული მდებარეობა მნიშვნელოვანი: კონფლიქტების მექანიზმების გაგება გეოგრაფიულ ჭრილში ჩრდილოეთ ირლანდიის, კენიისა და „ახლო საზღვარგარეთის“ მაგალითებზე“

14 მაისს, 12:00 საათზე თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდება საჯარო ლექცია თემაზე: „რატომ არის გეოგრაფიული მდებარეობა მნიშვნელოვანი: კონფლიქტების მექანიზმების გაგება გეოგრაფიულ ჭრილში ჩრდილოეთ ირლანდიის, კენიისა და „ახლო საზღვარგარეთის“ მაგალითებზე“. 

საჯარო ლექციას წარუძღვება მკვლევართა ჯგუფი: კრისტინ ბაკე (ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი, დიდი ბრიტანეთი), ჯონ ო’ლაფლინი (კოლორადოს უნივერსიტეტი, ბოულდერი, აშშ), ჯერარდ თოული (Virginia Tech, აშშ). 

ლექციის მსვლელობისას, ავტორები ისაუბრებენ კონფლიქტის გეოგრაფიული მეთოდებით შესწავლის სამ მაგალითზე. ჩრდილოეთ ირლანდიაში, 1998 წლის ე.წ. წითელი პარასკევის შეთანხმებიდან (Good Friday Agreement) დღემდე, დასახლებული პუნქტების სხვადასხვა უბანზე კონტროლს არაფორმალური ფორმირებები მოსახლეობაზე ძალადობით ახორციელებენ, რაც რეგიონში მანამდე არსებული შეიარაღებული კონფლიქტისას არსებული სოციალური კონტროლის გამოძახილია. 

კენიის შემთხვევაში, ეთნიკურ ჯგუფებს შორის ლოკალიზებული ძალადობრივი მოვლენები უკავშირდება როგორც კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ რესურსებისა და საკვების სიმწირეს, ისე - ჯგუფებს შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლას.

რაც შეეხება ე.წ. „ახლო საზღვარგარეთს“, განსაკუთრებით კი უკრაინასა და საქართველოს, დიდ სახელმწიფოებს შორის დაპირისპირებამ მცირე ქვეყნებში და მათ ფარგლებს გარეთ არსებულ კონფლიქტებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. ერთობლივად აღწერილი სამი მაგალითი გვიჩვენებს „ადგილმდებარეობის ძალას“ და მიგვითითებს თანამედროვე კონფლიქტების შემეცნებისთვის სივრცითი პერსპექტივის მნიშვნელობაზე.

დასწრება თავისუფალია!

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ., #1, თსუ, I კორპუსი, 107-ე ოთახი

Print

« იხ. ყველა სიახლე