2015-02-19

აკადემიური რეგისტრაცია ბაკალავრიატის სტუდენტთათვის!

ბაკალავრიატის სტუდენტთათვის!

ინსტრუქცია 2014–2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის
აკადემიური რეგისტრაციის შესახებ

23 თებერვალი – 2 მარტი

აკადემიური რეგისტრაციის დროს სასწავლო კურსების არჩევა ხორციელდება წინაპირობების შესაბამისად, საფაკულტეტო ცხრილის საფუძველზე.
  • სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური რეგისტრაცია დაიწყება 23 თებერვალს 12 საათზე.
23 თებერვლის 12 საათიდან შესაძლებელი იქნება:
  • ძირითადი სპეციალობის/ მეიჯორი სასწავლო კურსების არჩევა მხოლოდ კონკრეტული სპეციალობის სტუდენტებისთვის (მაგალითად, სოციოლოგიის საგნები გაიხსნება მხოლოდ სოციოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის)
  • I დონის საფაკულტეტო სასწავლო კურსების არჩევა ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის, ესენია:
აკადემიური წერა;
ლოგიკა;
გამოყენებითი ეკონომიკა;
ანთროპოლოგია;
სტატისტიკა 1;
შესავალი სოციალური კვლევის მეთოდებში;
ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის შესავალი;
საერთაშორისო ურთიერთობების შესავალი;
სოციოლოგიის შესავალი;
შესავალი სოციალურ მუშაობაში;
შესავალი პოლიტიკის მეცნიერებაში;
შესავალი საზოგადოებრივ გეოგრაფიაში;
  • ინგლისურ ენაში სტუდენტები დარეგისტრირებული იქნებიან შესაბამისი დონისა და პედაგოგის გათვალისწინებით
24 თებერვალს 10:00 საათზე სასწავლო პროცესის მართვის სისტემის ბაზა გაიხსნება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ყველა სტუდენტისთვის და თსუ–ის ყველა ფაკულტეტისთვის

სასწავლო კურსებზე ადგილების დამატება განხორციელდება ეტაპობრივად, ყოველი დღის 12 საათიდან, საგანზე ადგილების ამოწურვამდე.

აკადემიური რეგისტრაციის განმავლობაში ტუტორთა მიერ სტუდენტების კონსულტირება იწარმოებს შესაბამის მიმართულებებზე.

რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე, მიმართეთ მიმართულებებს, მოგვმართეთ წერილით sms.tsu.ge-დან.

საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება – IV კორპუსი, # 201; 229 03 66
სოციოლოგია და სოციალური მუშაობის მიმართულება – IV კორპუსი, #306;225 08 19
საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება – IV კორპუსი, # 211; 222 11 01 (261)
პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება – IV კორპუსი, # 301; 222 11 01 (254)
ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება –VI კორპუსი, # 301; 222 11 01 (234)
ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახური – VI კორპუსი, #207; 225 17 35
ინგლისური ენა – IV კორპუსი, # 201; თამარ ქარსაულიძე

ცხელი ხაზი: 2 25 14 84 (10 11)


გ ი ს უ რ ვ ე ბ თ  წ ა რ მ ა ტ ე ბ ე ბ ს !!!


სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაცია

Print

« იხ. ყველა სიახლე