2019-11-28

ამერიკელ პროფესორთა საჯარო ლექციები ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებაზე

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ მხარდაჭერილი მედიაგანათლების პროგრამა, რომელმაც ამა წლის გაზაფხულზე დაიწყო ფუნქციონირება,  გრძელდება.
საქართველოს აშშ-ს საელჩოს მიერ მხარდაჭერილი პროექტი მომავალი ჟურნალისტების განათლების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული.

პროექტის ბენეფიციარები, თსუ-ს პროფესორებთან ერთად, ქვეყნის კიდევ რამდენიმე მედიასკოლის წარმომადგენლები (პროგრამების ხელმძღვანელები) არიან.  

პროექტის პირველი ეტაპი მედიასკოლების ხელმძღვანელთა აშშ-ს მედიასკოლებში სტაჟირებას ისახავდა მიზნად და წარმატებით დასრულდა. ახალი საფეხური კი ახალ გამოწვევებს ითვალისწინებთ და მუშაობა უფრო დეტალური გეგმის ფორმირებაზე ინტენსიურად მიმდინარეობს. 

სწორედ მედიაგანათლების პროექტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა (26.11.19), რომელსაც თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა უმასპინძლა. 

ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებას საელჩოს გრანტების უფროსი მენეჯერი, სოფო ბზიშვილი და საქართველოს მედიასკოლების წარმომადგენლები ესტუმრენ. მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნინო ჭალაგანიძემ, მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელმა მარინა სალუქვაძემ, პროფესორებმა ნათია კუპრაშვილმა და სხვ.სტუმრებს სასწავლო სივრცეები დაათვალიერებინეს, გააცნეს მიმდინარე პროგრამები და სამომავლო გეგმები. 

უკვე 10 რიცხვში კი, ამავე პროექტის ფარგლებში,  თსუ-ს (1-ლი კორპ. 115-ე აუდიტორია, 10:30 სთ.) პროფესორები: რეიჩელ როჯერსი და ჯოან მარტინი ეწვევიან. რექტორთან, ბ-ნ გ. შარვაშიძესა და ფაკულტეტის დეკანთან, ქ-ნ თ. დოლბაიასთან  შეხვედრის შემდეგ, პროფესორები   საჯარო ლექციებს წაიკითხავენ. 

სტუდენტებთან დისკუსიის შემდეგ როჯერსი და მარტინი აკადემიურ პერსონალს შეხვდებიან ინდივიდუალური კონსულტაციებისთვის.
Print

« იხ. ყველა სიახლე