2017-05-22
სამეცნიერო სემინარი თემაზე: „26 მაისი მეხსიერების პოლიტიკის კონტექსტში"
24 მაისს, 17 სთ-ზე, თსუ პირველ კორპუსის 217 აუდიტორიაში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების დეპარტამენტი გამართავს სამეცნიერო სემინარს თემაზე:
„26 მაისი მეხსიერების პოლიტიკის კონტექსტში“
მომხსენებლები:
მალხაზ მაცაბერიძე, პროფესორი - "ბრძოლა ისტორიული მეხსიერებისთვის (1922 წლის 26 მაისი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში)"
თამარ ქარაია, ასისტენტ-პროფესორი - "ისტორიის „აღმოჩენა“ და ნაციონალური იდენტობის ფორმირება საქართველოში 1990-იან წლებში"
თინა ცხოვრებაძე, დოქტორანტი - "ისტორიული მეხსიერების ტრანსფორმაცია საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის წინ (1988-1991)"
« იხ. ყველა სიახლე