პირველსემესტრელთა მიერ ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლა:
პირველსემესტრელმა სტუდენტმა, რომელსაც არ აქვს მოპოვებული სასწავლო გრანტი, უნდა გადაიხადოს სასწავლო წლის სრული საფასურის ნახევარი 1125 ლარი, 70%-იანი გრანტის შემთხვევაში-337.50 ლარი, ხოლო 50%-იანი გრანტის შემთხვევაში-562.50 ლარი.
სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია შემდეგი ბანკების ნებისმიერ ფილიალებში
•
საქართველოს ბანკი
• თი ბი სი ბანკი
• ლიბერთი ბანკი
• ასევე საქართველოს ბანკის, ლიბერთი ბანკის და თი ბი სი ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მეშვეობით.
სწავლის სემესტრული საფასურის გადაუხდელობა სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია.
არასრულწლოვანი სტუდენტობის კანდიდატის ნაცვლად, თსუ-სთან ხელშეკრულების გაფორმებაზე უფლებამოსილია მისი მშობელი, სტუდენტობის კანდიდატის დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლისა და მშობლის პირადობის მოწმობის ასლის წარმოდგენის შემთხვევაში.
აკადემიური რეგისტრაცის ვადაა 9 - 16 სექტემბერი.