ბეჭდვა |/ დახურვა
 
2020-05-07

ცხადდება კონკურსი „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს”


2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში პროგრამის ფარგლებში
„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს”

(თსუ -ის რექტორის  2020 წლის 5 მაისის N 81/01-01ბრძანება)  

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს  II - VIII  სემესტრის სტუდენტს, რომელსაც 2019 - 2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დარეგისტრირებულ საგნებში დაგროვებული აქვს არანაკლებ  30 კრედიტისა.
შერჩევის პროცესში მონაწილეობის  მისაღებად კანდიდატმა ელექტრონულ ფორმატში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:  
  1. განცხადება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის სახელზე (იხ. განცხადების ფორმა);
  2. პირადობის მოწმობის ასლი;
  3. საბანკო ანგარიშის ნომრის  ამონაწერი  „საქართველოს ბანკიდან“; 
  4. 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2019 წლის 1აგვისტოდან  2019 წლის 2020 წლის 2 თებერვლის ჩათვლით )  გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის/ ნაშრომების ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. სამეცნიერო კრებულის, ან ჟურნალის სახელწოდება, თავფურცელი, სარჩევი, ლინკი, გამოქვეყნების თარიღი, ადგილი. 
  5. 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2019 წლის 1აგვისტოდან  2019 წლის 2020 წლის 2 თებერვლის ჩათვლით) სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის/გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები (დათარიღებული სერტიფიკატი, პროგრამა ან ცნობა), ასეთის არსებობის შემთხვევაში. თუ წარმოდგენილი დოკუმენტით არ დგინდება სამეცნიერო სტუდენტური კონფერენციის ჩატარების ზუსტი თარიღი, შერჩევის პროცესში დოკუმენტი არ იქნება მხედველობაში მიღებული); 
შენიშვნა: შემოდგომის სემესტრის აკადემიური მოსწრების ფურცლისა და ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული საფაკულტეტო და საუნივერსიტეტო კონფერენციებში მონაწილეობის/გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტებს მოიძიებს თავად საფაკულტეტო.

საბუთები მიიღება ელექტრონულ ფორმატში 11მაისიდან – 15 მაისის 18:00 საათამდე მისამართზე: social@tsu.ge

პირველადი  შედეგები გამოქვეყნდება 19 მაისს

აპელაცია:   20 მაისის 14:00 სთ-მდე  social@tsu.ge

საბოლოო შედეგები გამოცხადდება  21 მაისს

გისურვებთ  წარმატებებს !

Print

« იხ. ყველა სიახლე