2017-07-26
2017-2018 სასწავლო წლისათვის მაგისტრატურაში მიღების ვადები და წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
2017-2018 სასწავლო წლისათვის მაგისტრატურაში მიღების ვადები:
ა) მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება (რეგისტრაცია) - 29 აგვისტო - 4 სექტემბერი;
ბ) გამოცდა უცხო ენაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ უცხო ენის გამოცდის ჩაბარება) - 6 სექტემბერი;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 7 სექტემბერი;
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 8 - 12 სექტემბერი;
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 14 სექტემბერი;
ვ) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) - 8 სექტემბერი;
ზ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება - 11 სექტემბერი;
თ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გასაჩივრება - 12 - 14 სექტემბერი;
ი) აპელაციის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება - 16 სექტემბერი;
კ) გამოცდა სპეციალობაში - გასაუბრება (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ ზეპირი კომპონენტის ჩაბარება) - 12 სექტემბერი;
ლ) ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან - 18 - 20 სექტემბერი;
თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
ა) განცხადება თსუ რექტორის სახელზე;
ბ) ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
გ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2017 წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი; ვაჟებისთვის 2 ცალი;
ე) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) ქართული ენის B 2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში) - 2 ცალი;
თ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ი) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა.
« იხ. ყველა სიახლე