ინსტრუქცია 2016–2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის
აკადემიური რეგისტრაციის შესახებ
20 – 25 სექტემბერი
აკადემიური რეგისტრაციის დროს სასწავლო კურსების არჩევა ხორციელდება წინაპირობების შესაბამისად, საფაკულტეტო ცხრილის საფუძველზე.
- სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური რეგისტრაცია დაიწყება
20 სექტემბერს 12 საათზე.
20 სექტემბერს 12 საათიდან –14 საათამდე შესაძლებელი იქნება:
-
ძირითადი სპეციალობის/major სასწავლო კურსების არჩევა მხოლოდ კონკრეტული სპეციალობის სტუდენტებისთვის (მაგალითად, სოციოლოგიის საგნები გაიხსნება მხოლოდ სოციოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის)
-
I დონის საფაკულტეტო სასწავლო კურსების არჩევა ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის.
20 სექტემბერს 14 საათიდან
- სასწავლო პროცესის მართვის სისტემის ბაზა გაიხსნება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ყველა სტუდენტისათვის (მაგალითად, საზოგადოებრივი გეოგრაფიის საგნების არჩევა შესაძლებელი იქნება პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების სტუდენტებისათვისაც)
21 სექტემბერს 10 საათიდან
- სტუდენტები აირჩევენ სხვა ფაკულტეტების მიერ შეთავაზებულ სასწავლო კურსებს.
აკადემიური რეგისტრაციის განმავლობაში კონსულტაციისთვის მიმართეთ შესაბამის მიმართულებებს:
- საერთაშორისო ურთიერთობები – IV კორპუსი, № 201; 229 03 66
- სოციოლოგია და სოციალური მუშაობა – IV კორპუსი, №306; 225 08 19
- საზოგადოებრივი გეოგრაფია – IV კორპუსი, №211; 222 11 01 (261)
- პოლიტიკის მეცნიერება – IV კორპუსი, №301; 222 11 01 (254)
- ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია –VI კორპუსი, №301; 222 11 01 (234)
- ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახური – VI კორპუსი, №207; 225 17 35
გ ი ს უ რ ვ ე ბ თ წ ა რ მ ა ტ ე ბ ე ბ ს !!!
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაცია