2017-05-16

თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია


2017  წლის  11-12 ივლისს,  თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ტარდება სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამივე საფეხურის სტუდენტს. აბსტრაქტები განიხილება შესაბამისი მიმართულების ან ინტერდისციპლინური კვლევების სამეცნიერო წრეზე.

სამეცნიერო წრის ხელმძღვანელის მიერ დადებითად შეფასების შემდგომ, მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ ელექტრონული აპლიკაცია (სარეგისტრაციო ფორმა) და გამოგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე – socpol.science@tsu.ge

აბსტრაქტებს განიხილავს ჟიური და მონაწილეებს  შედეგები  ეცნობებათ 16 ივნისს.

სტუდენტებმა საპრეზენტაციო დოკუმენტი უნდა გამოგზავნონ  ელექტრონულ ფოსტაზე – socpol.science@tsu.ge, 9 ივლისის 18 საათამდე. 

კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებს გადაეცემათ სიგელები, ხოლო გამარჯვებულებს დიპლომები.

აბსტრაქტის სტრუქტურა:
  • საკითხის აქტუალობა
  • კვლევის მეთოდოლოგია
  • მოსალოდნელი შედეგები
შენიშვნა: აბსტრაქტი გააფორმეთ APA სტილის გამოყენებით

მოხსენების სტრუქტურა:
  • სათაური
  • აბსტრაქტი
  • საკითხის აქტუალობა
  • მეთოდოლოგია
  • ლიტერატურის მიმოხილვა
  • ძირითადი ტექსტი 
  • დასკვნა
  • ბიბლიოგრაფია

შენიშვნა:  მოხსენება მომზადებული უნდა იყოს  Power Point-ის ფორმატში, არაუმეტეს 15 სლაიდისა.

საკონტაქტო პირი

ნინო აბესაძე (VI კორუსი, ოთახი №406)
ელფოსტა: socpol.science@tsu.ge
ტელეფონი: 2 22 11 01 (228)


მნიშვნელოვანი თარიღები:

16 მაისი - ინფორმაცია კონფერენციის გამოცხადების შესახებ
11 ივნისი - რეზიუმეების მიღების დასრულება
16 ივნისი - კონფერენციის მონაწილეთა გამოვლენა
9 ივლისი -  საპრეზენტაციო დოკუმენტების მიღების დასრულება
11-12 ივლისი - კონფერენციის ჩატარების თარიღი

Print

« იხ. ყველა სიახლე