ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-11-19

სამაგისტრო პროგრამა ტალინის უნივერსიტეტში

ტალინის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა
ტალინის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ორწლიან სრულ სამაგისტრო პროგრამაზე სასწავლებლად 2015 წლის შემოდგომის სემესტრისათვის, შემდეგ სპეციალობებზე: ინფორმატიკა, დიზაინი და სოციალური მეცნიერებები:http://hci.tlu.ee/apply/admission-requirements/
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრის ან/და მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე სტუდენტებს, ალუმნებს და მაგისტრატურის აქტიურ სტუდენტებს, რომელთაც ძირითადი სამაგისტრო პროგრამა გავლილი აქვთ საქართველოში.
სწავლის ხანგრძლივობა მოიცავს 2 აკადემიურ წელს, 2015 წლის სექტემბრიდან 2017 წლის ივნისამდე.
შემოთავაზებული სასწავლო პროგრამები/კურსები:
ტალინის უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული სასწავლო პროგრამებისა და კურსების შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ: http://hci.tlu.ee/courses/curriculum/;
http://www.tlu.ee/en/studies/Exchange-Studies/Exchange-Courses
ენის სერთიფიკატი:
მოთხოვნილი ენის საერთაშორისო სერთიფიკატის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: International tests are accepted. More details on language requirements:http://www.tlu.ee/en/studies/Admissions-2014/Application-procedure/Proof-of-English-Proficiency
დაფინანსება:
გამარჯვებული სტუდენტი მიიღებს 400€ ყოველთვიურად სტიპენდიის სახით (10 თვე სწავლის პირველი წლისათვის და 10 თვე სწავლის მეორე წლისათვის სექტემბერი - ივნისის განმავლობაში).
მგზავრობის, დაზღვევის, საცხოვრებლისა და ბინადრობის მოწმობის მისაღებად საჭირო ხარჯები უნდა დაფაროს თავად სტუდენტმა.
განაცხადის მიღება:
სტუდენტთა შერჩევას ანხორციელებს ტალინის უნივერსიტეტი. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა მიმართონ, შეავსონ ონლაინ სააპლიკაციო ფორმა და ატვირთონ მოთხოვნილი დოკუმენტაცია შემდეგ ლინკზე:
http://hci.tlu.ee/apply/application-procedure/ and http://www.tlu.ee/en/studies/Admissions-2014/AdmissionMA
აპლიკაციის მიღება იწარმოებს ელექტრონულად, დამატებითი დოკუმენტაცია შეიძლება გაიგზავნოს ელ. ფოსტით. გასაუბრება იწარმოებს სკაიპის საშუალებით. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ:http://hci.tlu.ee/apply/application-procedure/
გამარჯვერბულ კანდიდატთა შერჩევასა და გამოვლენას მოახდენს ტალინის უნივერსიტეტი.
Print

« იხ. ყველა სიახლე