სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტთა საყურადღებოდ!
აშშ-ს საელჩოს მხარდაჭრით ხორციელდება პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტების ხელშეწყობას დასაქმებისთვის აუცილებელი ეტაპების ეფექტურად გავლის მიზნით .
პროექტის ფარგლებში ჩატარდება ერთდღიანი ტრენინგ კურსი.
ტრენინგის ძირითადი თემებია:
- როგორ მოვიძიოთ სამსახური ;
- რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის შექმნა ;
- როგორ გავიაროთ გასაუბრება ;
- თვითპრეზენტაცია და შთაბეჭდილებების მართვა გასაუბრების პროცესში ;
ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა გაიარონ იმიტირებული გასაუბრება და მოისმინონ რეკომენდაციები HR მენეჯერისაგან.
მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
ტრენინგები გაიმართება 22, 24 და 27 ივლისს, 12:00-დან 20:00-მდე, პირველ კორპუსში, ოთახი #107
ტრენერები:
ანა ნაჭყებია და ნინო ბერუაშვილი
რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:
შალვა საბაური
თსუ–ის სტუდენტური თვითმართველობის პრეზიდენტი
(+995) 514 000 213
shalvasabauri@gmail.com
« იხ. ყველა სიახლე