2015-04-28
საჯარო ლექცია თემაზე: "დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა მნიშვნელოვანია ისე როგორც არასდროს"
გაცნობებთ, რომ ა/წ 7 მაისს, 14:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ქ-ნ ან ბრასორი და 20 წუთიან შეხვედრას გამართავს თსუ-ს რექტორთან. შეხვედრის დასრულების შემდეგ საჯარო ლექციას წაიკითხავს თსუ-ს სტუდენტებისთვის, თემაზე: “Democracy, Human Rights and the Rule of Law more important than ever” /"დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა მნიშვნელოვანია ისე როგორც არასდროს". ლექცია ჩატარდება თსუ პირველ კორპუსიში, 107-ე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორიაში (ლექციის ხანგრძლივობა 1 საათი).
« იხ. ყველა სიახლე