ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე “მიზნობრივი სამეცნიერო–კვლევითი პროექტების“ განხორციელების შესახებ დეკანის N6/30, 06.03.2019 ბრძანების შესაბამისად საკონკურსოდ წარმოდგენილი ოთხი პროექტიდან დაფინანსდა შემდეგი ორი პროექტი:
პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების ასისტენტ პროფესორის – თამარ ქარაიას პროექტი სახელწოდებით
„პროტესტის რეპერტუარის ტრანსფორმაცია საქართველოში“ (საშუალო შეფასება 82.28 ქულა) – 6930 ლარი;
საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულების პროფესორის – იოსებ სალუქვაძის პროექტი სახელწოდებით
„მთის მოსახლეობის მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გამოწვევები ყაზბეგის ეროვნული პარკის გაფართოების კონტექსტში“ (საშუალო შეფასება 88.71 ქულა) – 11210 ლარი.
საკონკურსო კომისია