2015-09-30

ცხადდება კონკურსი დოქტორანტურაში სწავლის ყოველსემესტრული დაფინანსების მოსაპოვებლად!


კონკურსში მონაწილეობის მსურველ დოქტორანთა საბუთები მიიღება  2015 წლის 30 სექტემბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით 9.00-18.00 სთ. დოქტორანტურის განყოფილებაში  (თსუ, IV კორპუსი, ოთახი N 302).

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დოქტორანტმა  უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
  1. განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ;
  2. ავტობიოგრაფია (CV)
  3. სამეცნიერო პუბლიკაციების სია;
  4. სამეცნიერო პუბლიკაციის დამადასტურებელი საბუთი;
  5. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
  6. ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან GPA–ს მითითებით დამოწმებული სპეციალისტის მიერ.

Print

« იხ. ყველა სიახლე