2015-09-30
ცხადდება კონკურსი დოქტორანტურაში სწავლის ყოველსემესტრული დაფინანსების მოსაპოვებლად!
კონკურსში მონაწილეობის მსურველ დოქტორანთა საბუთები მიიღება 2015 წლის 30 სექტემბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით 9.00-18.00 სთ. დოქტორანტურის განყოფილებაში (თსუ, IV კორპუსი, ოთახი N 302).
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დოქტორანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
- განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ;
- ავტობიოგრაფია (CV)
- სამეცნიერო პუბლიკაციების სია;
- სამეცნიერო პუბლიკაციის დამადასტურებელი საბუთი;
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
- ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან GPA–ს მითითებით დამოწმებული სპეციალისტის მიერ.
« იხ. ყველა სიახლე