ცხადდება კანდიდატთა შერჩევა დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის2015–2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის.
კონკურსში მონაწილეობის მსურველ დოქტორანთა საბუთები მიიღება 2016 წლის 25 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით 9.00-18.00სთ. დოქტორანტურის განყოფილებაში (თსუ, IV კორპუსი, ოთახი N 209).
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დოქტორანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
- განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ;
- ავტობიოგრაფია (CV)
- სამეცნიერო პუბლიკაციების სია;
- სამეცნიერო პუბლიკაციის დამადასტურებელი საბუთი;
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
- ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან GPA– ს მითითებით დამოწმებული სპეციალისტის მიერ.