ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-03-01

„ახალგაზრდა მკვლევართა ჟურნალი“ აცხადებს სტატიების მიღებას მეხუთე ნომრისთვის


სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის „ახალგაზრდა მკვლევართა ჟურნალი“ აცხადებს სტატიების მიღებას ჟურნალის მეხუთე ნომრისთვის. სტატიები მიიღება 2017 წლის 1 მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით. სტატია გამოგზავნეთ ელ - ფოსტაზე:  jyr@tsu.ge, სათაურის ველში მიუთითეთ:  „სტატია გამოქვეყნებისათვის“. 

სტატიის გამოგზავნის შემდეგ გთხოვთ დაელოდოთ დადასტურებას: „სტატია მიღებულია შემოწმებისთვის.”

დეტალური ინფორმაცია ჟურნალის შესახებ და ინსტრუქცია ავტორებისთვის იხილეთ ჟურნალის ვებ – გვერდზე   http://jyr.tsu.ge.

შენიშვნა: დაგვიანებით შემოსული სტატიები ჟურნალის მეხუთე ნომერში გამოქვეყნებისათვის არ განიხილება. 

Print

« იხ. ყველა სიახლე