ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიზნობრივი სამეცნიერო–კვლევითი პროგრამის ფარგლებში შემოსული პროექტების შემფასებელმა საკონკურსო კომისიამ ა.წ. 4 მარტის სხდომაზე ფარული კენჭისყრის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება:
კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს შემდეგი პროექტები:
- „ქართული მედია, როგორც ოფიციალური და არაოფიციალური ისტორიების ჩანაცვლების ძირითადი უბანი. “გლასნოსტის” კონკრეტული გამოვლინების საბჭოთა საქართველოს შემთხვევაში (ქეისი 1987-1990)“, 91.8 ქულა– 11 310 ლარი;
- „საქართველოს საპორტო ქალაქების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. განვითარებისპრობლემები, პერსპექტივები: საპორტო ქალაქ ფოთის მაგალითზე“, 89 ქულა – 14 834 ლარი;
- „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა საქართველოში“,86 ქულა – 18 590 ლარი;
- „ქალთა შრომითი მიგრაცია: სოციალურ-ეკონომიკური გავლენა მიგრანტთა ოჯახებზე საქართველოში“, 78.6 ქულა – 13 780 ლარი.
სულ: 58 514.30 ლარი
კომისიის გადაწყვეტილებით, დარჩენილი 5 პროექტი არ ფინანსდება.
პროექტების დაფინანსების საბოლოო ჯამური თანხის დაზუსტების შემდეგ, დარჩენილ თანხაზე გამოცხადდება დამატებითი კონკურსი.
საკონკურსო კომისია