2019-09-06

ბაკალავრიატის სტუდენტთა საყურადღებოდ!


2019–2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში
 აკადემიური   რეგისტრაციის სახელმძღვანელო ინსტრუქცია

10 სექტემბერი – 16 სექტემბერი

აკადემიური რეგისტრაციის დროს სასწავლო კურსების  არჩევა განხორციელდება საბაკალავრო პროგრამებში არსებული საგნების წინაპირობების  შესაბამისად,  საფაკულტეტო ცხრილის საფუძველზე.

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური რეგისტრაცია  დაიწყება   10 სექტემბერს, 12:00 საათზე.

საგნებზე რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება შემდეგი წესის დაცვით:

10 სექტემბერს, 12 საათიდან 
  • ძირითადი სპეციალობის/ Major  სასწავლო კურსების  არჩევა მოხდება, მხოლოდ კონკრეტული სპეციალობის სტუდენტებისათვის (მაგალითად, პოლიტიკის მეცნიერების საგნები გაიხსნება,  მხოლოდ პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების  სტუდენტებისათვის);
  • I დონის საფაკულტეტო სასწავლო კურსების არჩევა მოხდება პირველსემესტრელი  სტუდენტებისთვის:

საფაკულტეტო სავალდებულო კურსები:
  • აკადემიური წერა
  • ინგლისური ენა 1
  • სტატისტიკა
საფაკულტეტო სავალდებულო–არჩევითი შესავალი კურსები:
  • ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის შესავალი
  • საერთაშორისო ურთიერთობების შესავალი
  • სოციოლოგიის შესავალი
  • სოციალური მუშაობის შესავალი
  • შესავალი პოლიტიკის მეცნიერებაში
  • საზოგადოებრივი გეოგრაფიის შესავალი
საფაკულტეტო არჩევითი კურსები:
  • გამოყენებითი ეკონომიკა
  • ლოგიკა
  • ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ისტორია
  • კონფლიქტი, გენდერი და მშვიდობის მშენებლობა

11 სექტემბერს, 12 საათიდან
  • სასწავლო პროცესის მართვის სისტემის ბაზა გაიხსნება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ყველა სტუდენტისათვის (მაგალითად, საზოგადოებრივი გეოგრაფიის საგნების არჩევა შესაძლებელი იქნება  პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების  სტუდენტებისათვისაც)

12 სექტემბერს, 12:00 საათიდან სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ  უნივერსიტეტის ყველა  ფაკულტეტის მიერ შეთავაზებული საგნები .

რეგისტრაციასთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში მოგვწერეთ Lms.tsu. ge-დან.

აკადემიური რეგისტრაციის განმავლობაში  ტუტორთა მიერ სტუდენტების კონსულტირება იწარმოებს VI კორპუსი, № 201 ოთახში.


დამატებითი ინფორმაცია:
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე  სააუდიტორო მეცადინეობები ჩატარდება:
თსუ I კორპუსი  მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზირი №1
თსუ II კორპუსი  მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზირი №3
თსუ IV კორპუსი მისამართი:  ი.ჭავჭავაძის გამზირი №14
თსუ VIII კორპუსი  მისამართი:  ი.ჭავჭავაძის გამზირი №13
ტურიზმის საერთაშორისო სკოლა ვაჟა-ფშაველას გამზირი №44


გ ი ს უ რ ვ ე ბ თ  წ ა რ მ ა ტ ე ბ ე ბ ს !!!


სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ადმინისტრაცია


Print

« იხ. ყველა სიახლე