2020 წლის 2-3 ივლისს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა VI საფაკულტეტო სამეცნიერო ონლაინ კონფერენცია.
გამარჯვებულები სექციის მიხედვით:
I სექცია - ინტერდისციპლინური - მიხიელ ოსიშვილი, მოხსენების სათაური: აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მცხოვრები ქართველების სოციალურ-კულტურული ინტეგრაცია არსებულ საზოგადოებაში და მათი თვითიდენტობა.
II სექცია - ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია - თეკლა ადამია. მოხსენების სათაური: პანდემია COVID -19 ყალბი ახალი ამბების მედიაველში: სპეციფიკა და ტენდენციები.
III სექცია - საზოგადოებრივი გეოგრაფია, პოლიტიკის მეცნიერება, სოციოლოგია - ბაჩო ბითარი ხუროშვილი. მოხსენების სათაური: მოსწავლეთა უფლებრივი მდგომარეობა და სახელმწიფოს პოლიტიკა თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მაგალითზე.
IV სექცია - საერთაშორისო ურთიერთობები - ანა აბრამიძე, მარიამ ლაშხია. მოხსენების სათაური: ევროპის რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება - საფრთხეები და შესაძლებლობები საქართველოსთვის.