ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-08-01

მაგისტრანტობის მსურველთა საყურადღებოდ!!!


მიმღებ  კომისიაში  წარმოსადგენი  დოკუმენტაციის  ნუსხა:

ა) განცხადება თსუ რექტორის სახელზე;

ბ) ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;

გ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2016 წლის კურსდამთავრებულთათვის  - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);

დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი; (ვაჟებისთვის 2 ც)

ე) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) ქართული ენის B 2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ზ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში) – 2 ც;

თ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

ი)  სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა.

 

მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება  –

29 აგვისტო - 2  სექტემბერი;


ბ) გამოცდა უცხო ენაში (რომლებსაც მოეთხოვებათ უცხო ენის გამოცდის ჩაბარება) - 5 სექტემბერი (9 საათი);

გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 6  სექტემბერი (18 საათი) ;

დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება –  7 - 9 სექტემბერი;

ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 12 სექტემბერი (18 საათი);

ვ) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) – 7 სექტემბერი (9 საათი);

თ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 10 სექტემბერი (18 საათი) ;

ი) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გასაჩივრება – 12 - 14  სექტემბერი;

კ) აპელაციის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 15  სექტემბერი (18 საათი);

ზ) გამოცდა სპეციალობაში-გასაუბრება (რომლებსაც მოეთხოვებათ ზეპირი კომპონენტის   ჩაბარება) – 12 სექტემბერი;

ლ) ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან  -  16 - 20 სექტემბერი;

მ) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის მაგისტრანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 21 სექტემბერი;

ნ) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 22 სექტემბერი.

Print

« იხ. ყველა სიახლე