მიმდინარე წლის 23 ივნისი -1 ივლისს თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ტარდება საერთაშორისო ბილინგვური (ინგლისურ-ქართული) საზაფხულო სკოლა დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მკვლევართათვის.
საზაფხულო სკოლის მიზანია გააუმჯობესოს დოქტორანტების და ახალგაზრდა მკვლევარების უნარ-ჩვევები რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდების, მონაცემთა ანალიზის და სამეცნიერო ნაშრომის მომზადების მიმართულებით.
საზაფხულო სკოლის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები და ელექტრონული სასწავლო მასალა.
თსუ, VI კორპუსი, აუდიტორია #303, საზაფხულო სკოლის სასწავლო პროგრამის ხანგძლივობაა 47 საათი.
ფაკულტეტის ადმინისტრაცია