მიზნობრივი სამეცნიერო - კვლევითი პროგრამის ფარგლებში შემოსული პროექტების საკონკურსო კომისიამ ა.წ. 20 მარტის სხდომაზე მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:
კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს შემდეგი პროექტები, შესაბამისი შეფასების შედეგებით 100 ქულიანი შეფასების კრიტერიუმიდან გამომდინარე და დაფინანსების მოცულობა (ლარი):
- „თბილისის ურბანული განვითარების სივრცითი ასპექტები: მობილობის გავლენა სოციალური გარემოს ცვლილებაზე“, (87.75 ქულა) – 14 360 ლარი;
- „1918 – 1921 წლების ქართული პლურალისტული მედიის ძირითადი სტრატეგიები“, (80 ქულა) – 8 800 ლარი;
- „თანამედროვე ქართული საზოგადოების ცხოვრების წესი და განვითარების პერსპექტივა“, (87.25 ქულა) – 14 752 ლარი;
სულ: 37 912 ლარი.
ოთხ პროექტს:
- „გარემოსდაცვითი სოციალური მოძრაობები საქართველოში“, (75.25 ქულა);
- „ეუთოს მისიების ანატომია საქართველოსა და უკრაინაში: შედარებითი ანალიზი“, (74 ქულა);
- „თურქეთის ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის იდენტობა და მათი ეკონომიკურ-კულტურული ინტერესები საქართველოსთან მიმართებით (ქალაქ კურგანის და მისი შემოგარენის ქართული დიასპორის მაგალითზე)“, (71 ქულა);
- „სამაუწყებლო პლატფორმის გავლენა მომხმარებლის ინფორმირებულობაზე
- (აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პრაქტიკის ანალიზი)“, (71 ქულა)
კომისიის გადაწყვეტილებით, მიეცა რეკომენდაცია კომისიის წევრთა მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, 31 მარტის 12 სთ–მდე განსახილველად წარმოადგინონ განახლებული ვარიანტები.
სხვა შემთხვევაში დარჩენილ თანხაზე გამოცხადდება დამატებითი კონკურსი.
საკონკურსო კომისია