ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-06-20

ჟეშოვის (პოლონეთი) უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალი „Kavkaz-Past-Present-Future"

ჟეშოვის (პოლონეთი) უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალი „Kavkaz-Past-Present-Future"  აცხადებს პუბლიკაციების მიღებას კავკასიისმცოდნეობის მიმართულებით.
ჟურნალი შეიქმნა 2015 წელს ჟეშოვის უნივერსიტეტის ბაზაზე და განკუთვნილია კავკასიის არეალში მომუშავე ფართო სპექტრის მკვლევართათვის.

ჟურნალის მიზანია, წარმოადგინოს  ინტერდისციპლინური კვლევების შედეგები კავკასიის რეგიონში ისტორიულ, პოლიტიკურ, არქეოლოგიურ, კულტურულ, სოციალურ, ეთნიკურ, რელიგიურ და ეკონომიკურ სფეროებში.

ჟურნალის რედაქცია ასევე ითანამშრომლებს პარტნიორ მოხალისესთან, რომელიც ჩართული იქნება სამეცნიერო პუბლიკაციების, ანგარიშების, მიმოხილვების მოპოვებაში. ის ასევე უფლებამოსილი იქნება ინფორმაცია მიაწოდოს მეცნიერებსა და ქართულ სამეცნიერო ინსტიტუტებს ჟურნალის შესახებ და დაეხმაროს მათ  რედაქციასთან თანამშროლობაში.
რედაქცია მოხარული იქნება, მიიღოს სტატიები საქართველოდან და დაეხმაროს ავტორებს მათი მომზადებისა და რედაქტირების პროცესში. 

ჟურნალში სტატიები ქვეყნდება: პოლონურ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.

თანამშრომლობისა და სტატიების გამოქვეყნებისათვის მიმართეთ ჟურნალის რედაქციას ელფოსტაზე: kavkaz@ur.edu.pl

საკონტაქტო პირი – დარიუშ პოპეკი, ჟურნალის მთავარი რედაქტორი
ელფოსტა: kavkaz@ur.edu.pl

Print

« იხ. ყველა სიახლე