2020-03-30
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ
ძვირფასო სტუდენტებო,
ელექტრონული სწავლებისას მნიშვნელოვან საკითხად დგება სტუდენტთა და პროფესორთა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხი.
ლექციების აუდიო/ვიდეოჩანაწერები და ონლაინ სასწავლო შეხვედრების ამსახველი ვიდეო/აუდიო/ფოტომასალა, და სხვ. წარმოადგენს პერსონალურ მონაცემს, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს როგორც სტუდენტების, ასევე აკადემიური პერსონალის მიერ მათი მოსმენისას, შენახვისას და სხვა პირებისთვის გაზიარებისას.
გახსოვდეთ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური გუნდის მიერ საგანგებო ვითარებაში საკუთარი სტუდენტებისათვის ელექტრონული ფორმატით მომზადებული სალექციო მასალები გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ ამ ფაკულტეტის სტუდენტთა მიერ და მხოლოდ სასწავლო მიზნებისათვის.
ისარგებლეთ ჩანაწერებით მხოლოდ დანიშნულებისამებრ და არ გაუზიაროთ ისინი არაუფლებამოსილ მესამე პირებს, მათ შორის სოციალური ქსელების მეშვეობით სხვადასხვა ჯგუფების წევრებს და არ გახადოთ ისინი საჯაროდ ხელმისაწვდომი. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, შეიქმნას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევის პრეცედენტი!
თუ თქვენთვის ცნობილი გახდა აღნიშნულთან დაკავშირებული უკანონო ქმედებების შესახებ, გთხოვთ, გვაცნობოთ ელექტრონულ ფოსტაზე social@tsu.ge
« იხ. ყველა სიახლე