ბეჭდვა |/ დახურვა |
აკად. პეტრე მელიქიშვილის დაბადებიდან 165 წლის იუბილესადმი მიძღვნილი უნივერსიტეტის სტუდენტთა 75-ე საუნივერსიტეტო სამეცნერო კონფერენციის
ჩატარების წესი
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სტუდენტთა 75-ე საუნივერსიტეტო - სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდება მიმდინარე წლის 18-19 ივნისს, 10:00-18:00 საათი (I კორპუსი, 318 აუდიტორია).
მოხსენების ხანგრძლივობა 10 წუთი, დისკუსია 5 წუთი.
მოხსენების ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს Microsoft Word -ის ფორმატში. AcadNusx -ში, 12 ზომის კეგლით და სტრიქონებს შორის 1.5 ინტერვალით. ფურცლის არესა და ტექსტს შორის მანძილი უნდა შეადგენდეს 2 ინტერვალს. მოხსენების ზომა 1500–3000 სიტყვა.
ფაილის სახელწოდება უნდა იყოს ავტორის გვარი.
მოხსენების სავარაუდო სტრუქტურა:
შენიშვნა: მოხსენება გააფორმეთ APA სტილის გამოყენებით
მოხსენების სრული ტექსტი უნდა გამოგზავნოთ ელ-ფოსტაზე ( socpol.science@tsu.ge) არაუგვიანეს 10 ივნისისა, ხოლო საპრეზენტაციო მასალა უნდა გადმოაგზავნონ ელ-ფოსტაზე ( socpol.science@tsu.ge) 15 ივნისის 16:00 საათამდე. სათაურის ველში მიუთითეთ "75-ე კონფერენცია".
კონფერენციის დასრულებისას ჟიური გამოაცხადებს შედეგებს და გამარჯვებულებს. ფაკულტეტის თითოეული მიმართულებიდან შესაძლოა გამოვლინდეს 3 გამარჯვებული. იმ სტუდენტთა ნაშრომები, რომლებიც დაიკავებენ I ადგილს, დაიბეჭდება თსუ სტუდენტთა სამეცნიერო შრომების კრებულში.
ჟიური კონფერენციის მონაწილეებს აფასებს ქვემოთ წარმოდგენილი კრიტერიუმენის მიხედვით.
აკად. პეტრე მელიქიშვილის დაბადებიდან 165 წლის იუბილესადმი მიძღვნილი უნივერსიტეტის სტუდენტთა 75-ე საუნივერსიტეტო სამეცნერო კონფერენციაზე სტუდენტთა შეფასების კრიტერიუმები:
# |
შეფასების კომპონენტები: |
მაქსიმალური ქულა |
1. |
საკითხის აქტუალობა |
10 |
2. |
მეთოდოლოგია |
20 |
3. |
ანალიზის, არგუმენტების და დასკვნების გამართულობა |
30 |
4. |
მოხსენების სტრუქტურა, ენობრივი და სტილისტური გამართულობა |
20 |
5. |
საპრეზენტაციო მასალის ხარისხი და აუდიტორიასთან კომუნიკაციის უნარი |
20 |