ბეჭდვა |/ დახურვა |
15–17 დეკემბერს, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გაიმართება სტუდენტთა II საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენცია.
კონფერენციის ფარგლებში იმუშავებს შემდეგი სექციები: ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია, საზოგადოებრივი გეოგრაფია, საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება, სოცილოგია და სოციალური მუშაობა.
კონფერენციაში მონაწილე და გამარჯვებულ სტუდენტებს სერტიფიკატებს გადასცემს ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი თამარ დოლბაია.