სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის არჩევნები!!!
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების (დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის # 135/ნ ბრძანებით) 22-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულების (დამტკიცებული თსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს 2014 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ოქმი #6) მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭო ადგენს:
- დაინიშნოს სოციალურ და პილიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის არჩევნები 2015 წლის 29 სექტემბერს.
- არჩევნების ჩატარების ადგილი - თსუ VI კორპუსის დარბაზი (# 303).
- ფაკულტეტის საბჭოს სხდომის დაწყების დრო - 17.00სთ.
- კენჭისყრის პერიოდი - 17.30-18.30 სთ.
- არჩევნები ჩატარების ფორმა - ფარული კენჭისყრა. გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც საბჭოს სხდომის კვორუმის შემთხვევაში დააგროვებს დამსწრე ხმების უმრავლესობას.
- ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის არჩევნებში კანდიდატად რეგისტრაცია შეუძლია ფაკულტეტის სრულ და ასოცირებულ პროფესორს.
-
კანდიდატს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ცნობა დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესახებ
Curriculum Vitae Curriculum Vitae Curriculum Vitae
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის განვითარების კონცეფცია
პირადობის მოწმობის ასლი
-
კანდიდატთა საბუთების მიღება - ფაკულტეტის კანცელარიაში (თსუ VI კორპუსი, ოთახი #203ა), 10.00-17.00 სთ, 18 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით.
- კანდიდატთა საბუთების განხილვა ფაკულტეტის საბჭოს წევრების მიერ - 28 სექტემბერი, 17.00-18.00 სთ, VI კორპუსი, ოთახი # 402.
- კანდიდატთა სიის გადაცემა თსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისთვის (ამ სამსახურის დებულების შესაბამისად) – 28 სექტემბერი.
სოციალურ და პ ო ლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭო
11 სექტემბერი, 2015 წელი
« იხ. ყველა სიახლე