2016-01-29
სტუდენტური სამეცნიერო ფორუმისათვის ნაშრომების შესარჩევად ცხადდება კონკურსი
ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი 2016 წლის სტუდენტური სამეცნიერო ფორუმისათვის ნაშრომების შერჩევის მიზნით, რექტორის ბრძანების (N151/01–01, 07.12.2015) საფუძველზე და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2016 წლის 28 იანვრის სხდომის გადაწყვეტილებით ცხადდება
კონკურსი
კონკურსი
-
ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი 2016 წლის სტუდენტური სამეცნიერო ფორუმისათვის ნაშრომები მიიღება 2016 წლის 29 იანვრიდან.
-
სამეცნიერო მოხსენებების წარმოდგენა შეუძლია სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამივე საფეხურის სტუდენტს ან სტუდენტთა ჯგუფს.
-
ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტის მოხსენება უნდა ეფუძნებოდეს სამეცნიერო შედეგებს, რომლებიც ასახულია წინა წლის განმავლობაში გამოქვეყნებულ სამეცნიერო ნაშრომში ან მოსმენილია წინა წლის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაზე.
-
დოქტორანტის სამეცნიერო მოხსენება უნდა ეფუძნებოდეს სამეცნიერო შედეგებს, რომლებიც ასახულია წინა წლის განმავლობაში გამოქვეყნებულ სამეცნიერო ნაშრომში.
-
ნაშრომები წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის წერილობითი რეკომენდაციით (რეკომენდაციის გამცემი პროფესორი არ უნდა იყოს ნაშრომების შერჩევის კომისიის წევრი).
-
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 29 თებერვალი. საბუთები მიიღება ბეჭდური და ელექტრონული (CD) ფორმით ფაკულტეტის კანცელარიაში (თსუ VI კორპუსი, ოთახი #203ა, ჭავჭავაძის გამზ. N 8).
-
ფორუმი ჩატარდება 2016 წლის 25 აპრილს.
-
ფორუმში მონაწილეობას მიიღებს ფაკულტეტის საბჭოს მიერ შერჩეული ერთი მოხსენება თითოეული სასწავლო საფეხურიდან.
-
გამარჯვებულ(ებ)ს გადაეცემა(თ) ფორუმში მონაწილის სერტიფიკატი და წამახალისებელი თანხა:
- დოქტორანტისათვის 1 500 ლარს;
- მაგისტრანტისათვის 1 000 ლარს;
- ბაკალავრიატის სტუდენტისათვის 500 ლარს.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭო.
« იხ. ყველა სიახლე