ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-05-05

კონკურსი საფაკულტეტო სამეცნიერო-კვლევითი პროგრამის განსახორციელებლად


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭო
2015 წლის 30 აპრილის სხდომის გადაწყვეტილებით აცხადებს

კონკურსს

  1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის N22/04 (30.12.2014) ბრძანების საფუძველზე  სასწავლო-სამეცნიერო პროცესის სრულყოფის მიზნით სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2015 წელს განხორციელებულ მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროგრამის ფარგლებში აუთვისებელ თანხაზე, 7 500 ლარის ოდენობით.

  2. სამეცნიერო - კვლევითი პროექტების თემატიკა უნდა შეესაბამებოდეს ფაკულტეტის ძირითად სასწავლო მიმართულებებს.

  3. პროექტში სავალდებულოა ფაკულტეტის არანაკლებ 2 აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტის ჩართულობა, მათ შორის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტისთვის აუცილებელია არანაკლებ 150 კრედიტისა და 3.0 GPA -ის რეიტინგი.

  4. მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროგრამის ფარგლებში საპროექტო წინადადებები ბეჭდური და ელექტრონული (ჩაწერილი CD- ზე)  ფორმით, მიიღება 2015 წლის 5 მაისიდან  18 მაისის 17: 00 საათამდე, ფაკულტეტის კანცელარიაში (თსუ, VI კორპუსი, ოთახი N203ა).

  5. ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური დაინტერესებულ პირთათვის კონსულტაციებს ჩაატარებს ყოველი კვირის ხუთშაბათს, 14.00 – 18.00 სთ. (თსუ, VI კორპუსი, ოთახი N204).

  6. საპროექტო წინადადების ელექტრონული ვერსია და შესავსები ფორმები იხილეთ ფაკულტეტის ვებ გვერდზე: http://www.tsu.edu.ge/ge/faculties/social/ ხოლო ბიუჯეტის ფორმა იხილეთ: social/budget

  7. დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიასა და სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურს ბრძანებისა და შესაბამისი ინფორმაციის გავრცელება.
 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭო


Print

« იხ. ყველა სიახლე