2012-06-22
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
ახალგაზრდა მკვლევართა და სამოქალაქო აქტივისტთა გაერთიანებაა, რომლის
მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს საბჭოთა ისტორიის შესწავლას და
გააზრებას.
ორგანიზაციის ერთ-ერთი მიზანია შექმნას
ერთიანი, ღია, ვებ-სივრცე სადაც თავმოყრილი იქნება საქართველოს საბჭოთა
წარსულის ამსახველი დოკუმენტურ მასალა, მასალა რომელიც დღემდე სხვადასხვა
ოჯახში ან საჯარო სივრცეში ინახება. სამწუხაროდ დღემდე არ არსებობს ერთიანი
ფონდი, არქივი ან მუზეუმი, სადაც თავმოყრილი იქნებოდა ალტერნატიული
მასალა, რომელიც მკვლევარებს, დაინტერესებულ საზოგადოებასა თუ ახალგაზრდა
თაობას საშუალებას მისცემდა, უახლესი ისტორია სათანადოდ გამოეკვლიათ.
შექმნილი არქივი საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომს გახდის საქართველოს
უახლეს ისტორიასთან დაკავშირებულ იმ მასალას, რომელიც დღემდე
ხელმიუწვდომელია ან უბრალოდ დაკარგვა და განადგურება ემუქრება.
თუ თქვენ მოგეპოვებათ საოჯახო ფოტოალბომი,
დოკუმენტი, საგაზეთო სტატია, წერილი თუ ნივთი, რომელიც ღირებულია
არქივისთვის დაგვიკავშირდით, ჩვენ გავაკეთებთ მასალის ელექტრონულ ასლს და
თქვენი და თქვენი წინაპრების სახელით შევიტანთ ყველასათვის ღია
საზოგადოებრივი არქივის მფლობელობაში, რომელიც თქვენი მონაწილეობის გარეშე
ვერ შეიქმნება.
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
პროექტის/არქივზე მუშაობის პროცესში აქტიურად ითანამშრომლებს თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან:
● 2012 წლის 25 ივნისიდან 13 ივლისამდე
ვიწყებთ დაინტერესებული სტუდენტების აპლიკაციების მიღებას ტრეინინგში
მონაწილეობის მიღების და არქივისთვის მასალების მოძიების/მოწოდების მიზნით;
● 2012 წლის ოქტომბერში ჰაინრიჰ ბიოლის
ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს ოფისში ჩატარდება ტრეინინგი
“საბჭოთა ისტორიის კვლევისა და შესწავლის თანამედროვე მეთოდები“;
● ტრეინინგში მონაწილე წარმატებული
სტუდენტები მიიღებენ შესაბამის სერტიფიკატს და სურვილისამებრ
ორგანიზაციისგან გადაეცემათ წერილობითი რეკომენდაცია.
დაინტერესებულ პირები დაგვიკავშიდით: 577 59 59 85 მარიამ ჭაჭია
მოგვწერეთ:
contact@sovlab.ge და შემოგვიერთდით: www.facebook.som/sovlab
ორგანიზაციის საქმიანობის გასაცნობად ეწვიეთ: www.sovlab.ge
« იხ. ყველა სიახლე