2015-03-31
სტუდენტთა საყურადღებოდ
უნგრეთის მთავრობის ადამიანური რესურსების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის მოქმედებს გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც უნგრეთის მხარე ქართველ სტუდენტებს სთავაზობს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელებას.
ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა და მოთხოვნილი დოკუმენტების ნუსხა მოცემულია შემდეგ ბმულზე: http:limesurvey.tpf.hu/index.php/267728/lang-en.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 15 აპრილი. სააპლიკაციო ფორმებისა და შესაბამისი საბუთების მიწოდება უზრუნველყოფილი უნდა იქნას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შემდეგ ელ. მისამართზე: abaramia@mes.gov.ge და rjobava@mes.gov.ge.
« იხ. ყველა სიახლე