გაცნობებთ, რომ მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2017–ის ფარგლებში ამა წლის 5 ოქტომბერს 11 საათზე სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან საჯარო ლექციები/პრეზენტაციები გაკეთდება შემდეგ თემებზე:
- „ქალთა შრომითი მიგრაცია: სოციალურ–ეკონომიკური გავლენა მიგრანტთა ოჯახებზე საქართველოში“ – გიორგი გოგსაძე, ია იაშვილი
- „საქართველოს მცირე ქალაქებისა და სასოფლო დასახლებების საცხოვრებელი სექტორის (შინამეურნეობების) ენერგომოხმარების სტრუქტურის სივრცობრივი ანალიზი“ – ვალერიან მელიქიძე, გიორგი ლეკვეიშვილი
- „საქართველოს საპორტო ქალაქების სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობა. განვითარების პრობლემები და პერსპექტივები: საპორტო ქალაქ ფოთის მაგალითზე“ – თამარ დოლბაია, გიორგი კვინიკაძე
- „ახალი და ძველი ტიპის განაშენიანების მობინადრეთა ტერიტორიული იდენტობა (თბილისის მაგალითზე)“ – თეონა მატარაძე, რევაზ ჯორბენაძე
მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. #1, 107-ე აუდიტორია