2016 წლის გაზაფხულიდან ევროპულ სამეზობლო პოლიტიკაში ჩართული ქვეყნებისათვის ხელმისაწვდომია ელექტრონული სწავლების პლატფორმა (E-Platform for Neighbourhood), რომელიც სამეზობლო პოლიტიკაში ჩართული ქვეყნების საჯარო მოხელეებს, ადგილობრივი ხელისუფების წარმომადგენლებს, სამეცნიერო წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, სტუდენტებს სთავაზობს მოკლე კურსებს ევროკავშირის პოლიტიკის, ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებისა და ევროკავშირისა და სამეზობლო პოლიტიკაში ჩართული ქვეყნების ურთიერთობის თაობაზე.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი ხორციელდება ევროპის კოლეჯის ნატოლინის კამპუსის მიერ. დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული:
http://www.euforneighbourhood.eu/