2015-09-02

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველსემესტრელი სტუდენტების რეგისტრაცია


პირველსემესტრელი სტუდენტებისათვის ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებულოა ანკეტის ელექტრონული ვერსიის შევსება.


2015– 2016  სასწავლო  წლის  შემოდგომის  სემესტრის  რეგისტრაციის  ვადები :

ადმინისტრაციული  რეგისტრაცია ( სწავლის  საფასურის  გადახდა და  ხელშეკრულების  გაფორმება
1 - 8  სექტემბერი , 09:00 – 18:00

  • მე - 6 კორპუსი, ოთახი №201
  • საერთაშორისო ურთიერთობის მიმართულების სტუდენტებისთვის მე - 4 კორპუსი, ოთახი №201 და №202
  • ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტებისთვის მე - 6 კორპუსი, ოთახი №206

წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა

პირადი საქმის გახსნისთვის წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა (რექტორის ბრძანება №143/01-01; 13.08.2015)

ა) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი (დედნის წარმოდგენით), ბიჭებისთვის 2 ასლი.
გ) ორი ცალი ფოტოსურათი (3x4), ელექტრონული ვერსია CD-ზე;
დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი 2 (ვაჟებისათვის); 
ე) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).


ადმინისტრაციული
  რეგისტრაცია   (1 - 8 სექტემბერი)
შაბათი (5 სექტემბერი) სამუშაო დღეა

პირველი სემესტრის სტუდენტმა სწავლის სემესტრული საფასური უნდა გადაიხადოს სრულად (ბრძ.№02/01-01, 24.01.2012) ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადებში.
სწავლის სემესტრული საფასურის გადაუხდელობა იწვევს სტუდენტის სტატუსის შეჩერებას.


სწავლის
  საფასურის  გადახდა  შესაძლებელია :

• ,,ბანკი რესპუბლიკა’’, ,,ლიბერთი ბანკის’’ და ,,თი ბი სი’’ ბანკის ნებისმიერ ფილიალში.
• TBC Pay აპარატების მეშვეობით.
• ,,ლიბერთი ბანკის’’ ნებისმიერ ფილიალში სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მეშვეობით.

არასრულწლოვანი სტუდენტობის კანდიდატის ნაცვლად, თსუ-სთან ხელშეკრულების გაფორმებაზე უფლებამოსილი არის მისი მშობელი, სტუდენტობის კანდიდატის დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლისა და მშობლის პირადობის მოწმობის ასლის წარმოდგენის შემთხვევაში.


აკადემიური რეგისტრაცია (სასწავლო კურსების არჩევა)  9 - 14   სექტემბერი
აკადემიური რეგისტრაცია იწარმოებს  შესაბამის მიმართულებესა  და VI კორპუსის  # 201 აუდიტორიაში.
  • პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება, IV კორპუსი, ოთახი №301
  • სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულება, IV კორპუსი, ოთახი №306
  • საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება, IV  კორპუსი, ოთახი №211
  • საერთაშორისო ურთიერთობის მიმართულების სტუდენტებისთვის IV კორპუსი, ოთახი №201 და №202
  • ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტებისთვის მე - VI  კორპუსი, ოთახი №206

 

ფაკულტეტის ადმინისტრაცია

Print

« იხ. ყველა სიახლე