ივანე ჯავახიშვილის
სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
კურსდამთავრებულებთან
ურთიერთობის სამსახურის
მისიაა თსუ
კურსდამთავრებულთა მძლავრი ქსელის შექმნა მათი საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ჩართვის მიზნით.
სამსახურის ძირითადი საქმიანობა მოიცავს შემდეგს:
- კურსდამთავრებულთა შესახებ საკონტაქტო ინფორმაციის მოძიება, ბაზის კონფიგურაცია და შინაარსობრივი მართვა;
- უნივერსიტეტსა და მის კურსდამთავრებულებს შორის კავშირის უზრუნველყოფა, უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენების, დაგეგმილი ღონისძიებებისა და სიახლეების შესახებ თსუ კურსდამთავრებულთა ინფორმირება;
- კურსდამთავრებულთა საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ჩართვის, იდეის პოპულარიზაციისა და უნივერსიტეტის იმიჯის ამაღლების მიზნით ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
- კურსდამთავრებულთა კლუბის ჩამოყალიბება;
- საერთაშორისო პროექტების მოძიება კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის საკითხებზე და მათში სამსახურის ჩართვაზე ზრუნვა;
-
მოხალისეთა პროგრამის განხორციელება ყველა დაგეგმილ ღონისძიებაში დაინტერესებული სტუდენტების ჩართვისა და იდეის პოპულარიზაციის მიზნით;
თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან იდეა, რომ პროგრამა უკეთ განვახორციელოთ, დაგვიკავშირდით:
კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახური მუშაობს ყოველ დღე (შაბათ-კვირის გარდა) 09.00:18.00 სთ. ტელ: (+995 32) 29 08 32
ელ-ფოსტა: alumni@tsu.ge
მისამართი: თსუ-ს III კორპუსი, ოთახი №214
ჩვენი გუნდი:
მარიამ ქებურია - კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის კოორდინატორი.
ვალდებულია დაგეგმოს და განახორციელოს კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის ყველა ასპექტი, დაგეგმოს ღონისძიებები და შექმნას მონაცემთა ბაზა. ასევე ვალდებულია უზრუნველყოს კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის საკითხებზე პროექტების მომზადება, შეიმუშავოს კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სტრატეგია.
ელ-ფოსტა: mariam.keburia@tsu.ge
ტელეფონი: (+995 77) 94 31 31
ნატა თოფურია - კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის კონსულტანტი.
ვალდებულია განსაზღვროს კურსდამთავრებულთა ურთიერთობის სამსახურის სამოქმედო გეგმა, საორგანიზაციო საკითხები, დაგეგმოს ღონისძიებები. ასევე ვალდებულია აქტიურად ითანამშრომლოს მასმედიასთან და იმუშაოს სამსახურის ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელებზე.
ელ-ფოსტა: natalia.topuria@tsu.ge
ვალდებულია განსაზღვროს კურსდამთავრებულთა ურთიერთობის სამსახურის სამოქმედო გეგმა, საორგანიზაციო საკითხები, დაგეგმოს ღონისძიებები. ასევე ვალდებულია აქტიურად ითანამშრომლოს მასმედიასთან და იმუშაოს სამსახურის ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელებზე.
ელ-ფოსტა: natalia.topuria@tsu.ge
ტრიშა ბერგმანი - უცხოელი მოხალისე, კონსულტანტი.
მონაწილეობს კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის პროგრამის განვითარებაში.
ელ-ფოსტა: alumni@tsu.ge