2010-07-20
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურმა
სტარტი მაისის თვეში აიღო. პროექტი
USAID/ World Learning Georgia-ს მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში მიმდინარე წლის 29 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით თსუ–ს პირველი ვიზიტით ეწვია ბულგარეთში ამერიკული უნივერსიტეტის ვიცე–პრეზიდენტი განვითარების მიმართულებით პროფესორი უილიამ კირშკე.
თსუ–ში კურსდამთავრებულთა პროგრამის განვითარებისათვის საჭირო რესურსის შესწავლის მიზნით პროფესორი კირშკე შეხვდა თსუ–ს სხვადასხვა რგოლის წარმომადგენლებს (შეხვედრები გაიმართა უნივერსიტეტის რექტორთან, რექტორის მოადგილესთან, დეკანებთან და მათ მოადგილეებთან, აკადემიური საბჭოს წევრებთან, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან, თსუ–ს სხვა ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან და სტუდენტებთან).
პროგრამის ფარგლებში უილიამ კირშკემ ჩაატარა ტრენინგები კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის საკითხებში. სემინარებზე განისაზღვრა ფინანსების მოზიდვის მეთოდები, მარკეტინგისა და საგარეო ურთიერთობების პრიორიტეტები, დაიგეგმა მონაცემთა ბაზის მართვის საკითხები.
ტრენინგების დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
« იხ. ყველა სიახლე