ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის „დასაქმების სააგენტო ეიჩარის“ წარმომადგენლები საინფორმაციო შეხვედრას გამართავენ.
შეხვედრის მიზანია „დასაქმების ფორუმი 2015“-ის შესახებ სტუდენტებისათვის ინფორმაციის მიწოდება, კერძოდ, ფორუმზე წარმოდგენილი სფეროებისა და მონაწილე კომპანიების გაცნობა.
პრეზენტაციის ფარგლებში სტუდენტები გაეცნობიან პირველადი და მნიშვნელოვანი დოკუმენტის - რეზიუმეს აღწერილობას და მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას „დასაქმების ფორუმის“ მიზნების შესახებ.
სტუდენტებს, რომლებსაც გსურთ, დასაქმდეთ და დაიწყოთ წარმატებული კარიერა წარმატებულ კომპანიებში, გთხოვთ, დაესწროთ აღნიშნულ შეხვედრას
30 მარტს, 14:00 საათზე, მაღლივი კორპუსის № 206 აუდიტორიაში ან
30 მარტს, 17:00 საათზე, I კორპუსის № 214 აუდიტორიაში.