ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-05-20

სტუდენტური ესეების კონკურსში თსუ-ს სტუდენტმა გაიმარჯვა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ  კავკასიის რეგიონში ორგანიზებულ სტუდენტური ესეების კონკურსში თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტმა ლილე ყაზაიშვილმა გაიმარჯვა.

საქართველოდან კონკურსში მონაწილეობდნენ თსუ და თავისუფალი უნივერსიტეტი, სომხეთიდან ამერიკული უნივერსიტეტი (American University of Armenia), ხოლო აზერბაიჯანიდან ადას უნივერსიტეტი (ADA University).

სტუდენტებმა დაწერეს ესე თემაზე „ჩვენი მომავლის ისტორია: ჩვენი საფრთხეები, ჩვენი იმედები, ჩვენიცხოვრება“.

დაჯილდოების ცერემონია გაიმართა 15 მაისს EBRD-ს ბიზნეს ფორუმის ფარგლებში ორგანიზებულ  ყოველწლიურშეხვედრაზე პარლამენტში.

Print

« იხ. ყველა სიახლე