21 ნოემბერს 14:00 საათზე თსუ-ს I კორპუსის 101-ე აუდიტორიაში ბანკი რესპუბლიკა შეხვედრას გამართავს სტუდენტებთან!
ბანკი წარმოგიდგენთ ახალ საპილოტე პროექტს გარე გაყიდვების მიმართულებით და დაინტერესების შემთხვევაში ადგილზე შეგავსებინებთ სააპლიკაციო ფორმას.
სამუშაოს აღწერილობას და მოთხოვნებს გაეცანით ქვემოთ.
ძირითადი მოვალეობები:
- პოტენციური მომხმარებლების მოძიება, პროდუქტების შეთავაზება, რეკლამირება და გაყიდვა;
- პროდუქტების გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
- მარკეტინგულ აქციებში მონაწილეობა;
- გაყიდვების განვითარების პროცესში აქტიური მონაწილეობის მიღება;
- გაყიდვების შედეგებისა და ჩატარებული შეხვედრების შესახებ ანგარიშის წარმოება;
მოთხოვნები:
- სქესი: მდედრობითი/მამრობითი;
- ასაკი: 18-23;
- არასრული ან უმაღლესი განათლება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე;
- მომხმარებლების მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარების მზაობის და ყურადღების გამოხატვა);
- ეფექტური კომუნიკაციური უნარები: აზრის არგუმენტირებულად და ნათლად გამოხატვა;
- აქტიური;
- პრეზენტაბელური;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- მოტივირებული;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსური, შესრულებული სამუშაოს შესაბამისად.
სამუშაო გრაფიკი: 10:00 – 18:00 (შესაძლებელია შეთანხმდეს ინდივიდუალურად მოცემულ პერიოდში)