2020-05-25

დისტანციური (online) ტრენინგკურსი ,,ეფექტური კომუნიკაცია"

19-20 მაისს სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა დისტანციური (online) ტრენინგკურსი ,,ეფექტური კომუნიკაცია"

ტრენინგში მონაწილეობდა თსუ-ის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები.

ტრენინგკურზე მონაწილეთა შერჩევა განხორცილედა ვიდეო გასაუბრებით, სადაც მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ 3 წუთში მოეხდინათ საკუთარი თავის თვითპრეზენტაცია და ტრენინგში მონაწილეობის მოტივაცია.

ტრენინგის 2 დღის განმავლობაში განხილული იყო შემდეგი საკითხები:
თვითპრეზენტაცია -საკუთარი თავის მართვა
ეფექტური კომუნიკაცია - აუდიტორიის მართვა
სიტყვით გამოსვლა
გასაუბრება, როგორც ეფექტური კომუნიკაცია
ჟესტები და ეფექტური კომუნიკაცია

ტრენინგის მსვლელობისას მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ჩართულიყვნენ სხვადასხვა ინდივიდუალურ და ჯგუფურ აქტივობაში.

სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრი მადლობას უხდის online კურსში მონაწილე ყველა სტუდენტსა და კურსდამთავრებულს.

კურსი შემუშავებულია ევროპის გაერთაინებათა კომისიის (European Comission) მიერ დაფინანსუბეული პროექტის „ახალგაზრდები ცვლილებებისათვის: უკეთესი უნარები წარმატებული მომავლისათვის“ (Your Up 4 Change: better skills for successful transition) პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ახალგარზდებში (16-27 წელი) მეწარმეობის და კარიერული უნარების განვითარებას საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია ,,Save the Children International" -ის საქართველოს წარმოადგენლობის მიერ.
ტრენინგმოდულებს ორგანიზაცია ,,SAVE THE GEORGIA"-ს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ანხორციელებს სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრი
Print

« იხ. ყველა სიახლე